Thursday, September 14, 2017



                       

  ჩემო ლამაზებო და მონატრებულო ბავშვებო, ხვალ 15 სექტემბერს იწყება სწავლა და გელოდებით მოუთმენლად . ვიკრიბებით სკოლის წინა ეზოში 13:00 საათზე :) :)

Saturday, May 27, 2017

ბოლო ზარი

25 მაისი .... აი დადგა პირველი კლასის დასასრული, ბოლო დღე...

გილოცავთ! გილოცავთ! გილოცავთ!

 



 


Saturday, March 25, 2017

,,მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან"

21 მარტს თბილისში, 117 საჯარო სკოლაში საინფორმაციო კამპანია ჩატარდება პირველი მეოთხე კლასის ორგანიზებით (კამპანიას ხელმძღვანელობდა, ამავე კლასის დამრიგებელი ქალბატონი ხათუნა სულიაური), რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ეძღვნებოდა.
ჭრელი წინდები ამ დღის აღმნიშვნელ სიმბოლოდ იქცა. მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები 21 მარტს, ჭრელი წინდებით და სლოგანით „მეგობრები არ ითვლებიან ქრომოსომებს!“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს შეუერთდა.
დღევანდელი დღის მიზანი იყო საზოგადოებისა და კერძოდ პირველი მეოთხე კლასის ინფორმირება დაუნის სინდრომის შესახებ.
,,დავიცვათ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების უფლებები და უზრუნველვყოთ მათი მონაწილეობა აქტიურ ცხოვრებაში. დღეს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დადიან ჩვეულებრივ ბაღებსა და სკოლებში, ჩართულნი არიან შემოქმედებასა და სპორტში. დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები მუშაობენ და ღირსეულად ატარებენ დროს ახლობლების წრეში“