ანდაზები:
,,ტყუილს მოკლე ფეხებია აქვს"
,,რაც არ გერგება, არ შეგერგება"
,,კვიცი გვარზე ხტის".
,,კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო".
,,ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეაო".
,,ხერხი სჯობია ღონესა, თუ კაცი მოიგონებსა"
,,მსჯობნის მჯობნი არ დაილევაო"
,,რაც არ გერგება, არ შეგერგება"
,,რაც არ გერგება, არ შეგერგება"
,,თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო".
,,თავის ქება კიტრადა ღირს"
,,ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო"
,,ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო"
,,სულელი მეგობარი მტერზე უარესიაო"
,,ენას ძვალი არ აქვსო"
,,ენას ძვალი არ აქვსო"
,,სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო"
,,ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო"
,,ძღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო."
,,შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო".
,,შრომაში ზარმაცი, ჭამაში - მამაცი".
,,შენს პირს შაქარი"
,,ნუ დასცინი სხვასაო, გადაგხდება თავსაო".
,,უსწავლელი კაცი უტარო ცულიაო"
,,უსწავლელი ქვაზე დაჯდა, ქვა ქვას მოემატაო"
,,ნაჩაუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო".
,,ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო"
,,ძღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო."
,,მეზობელი კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო".
,,მელამ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანაო."
,,შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო".
,,შრომაში ზარმაცი, ჭამაში - მამაცი".
,,შენს პირს შაქარი"
,,კარგ მთქმელს კარი გამგონე უნდაო"
,,კარგი ამხანაგობა, კარგი ძმობის დარიაო."
,,კარგი ცხენი მათრახს არ დაირტყამსო"
,,ვაის გავეყარე ვუის შევეყარე."
,,ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც კარგია".
,,ყვავს რომ კაკალი გააგდებინო, ისიც კარგია".
,,ყვავი ჩხიკვის მამიდაო, გაფრინდა და წავიდაო"
,,წინა კაცი უკანა კაცის ხიდიაო"
,,პურ-მარილის დასწავლა ძაღლმაც იცისო."
,,პილპილი თუ არ გიჯამია, პირი რაზე გეწვისო"
,,ბრმა რას ჩიოდა და ორსავ თვალსაო"
,,ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა ოფლითაა ნაშოვნი"
,,ბრმა რას ჩიოდა და ორსავ თვალსაო"
,,ლუკმა მაშინ არის ტკბილი, როცა ოფლითაა ნაშოვნი"
,,ჭამა ქონებაზე ჰკიდიაო".
გამოცანები:
,,ტურა-მელას კარგად ვსჯი,
მგელსაც ვალში არ დავრჩი,
ვარ პატრონის ერთგული
და ერთგული დარაჯი (ძაღლი)
,,კუდიანებს დასდევს
ათრეული კუდით,
ტახტქვეშ დაიჭირა
ავაზაკი, ქურდი." (კატა)
,,სულ მირბის და სულ ღამეა,
მისთვის არც დღე, არც ღამეა"
,,შინაური ფრინველია,
აქვს მას ერთი ჩვეულება,
წყლის ყოველი დალევის დროს
ზევით, ცისკენ იყურება". (ქათამი)
,,ისე მიყვარს ყვინთაობა,
ხანდახან თუ დავისვენებ,
ვახ-ვახ, ვახ-ვახ წყალში ვცურავ
ისე, რომ ფრთას არ ვისველებ."
,,გზა არ მოჩანს,
მიდის სახლი,
ეკარგება კვალიც,
მოაბამენ დიდი საბლით
ირემივით ბღავის". (გემი)
,,კბილები აქვს,
არავის არ კბენს,
თავს ევლება თავის საქმეს,
სადაც ის წევს, არის სარკეც."
,,ერთი ბადე, თეთრი ბადე
თევზებს როდი იჭრს,
ხის ჩეროში აქანავებს
გოგონებს და ბიჭებს" (ჰამაკი)
,,შვენის ციცქნა რქები,
და სამოსი ჭრელი,
ფეხები აქვს მოკლე
და კისერი გრძელი." (ჟირაფი)
,,არ იღლება არასდროს
უთავბოლო ტრიალით
ყველას გაგვისუფთავა
ტანსაცმელი მტვრიანი." (ჯაგრისი)
ლექსები:
,,რაზე ჩივის ოფოფი."
,,ეს ოფოფი გაჩეჩილი
ყური უგდეთ, რაზე ჩივის,
სავარცხელი არა მაქვსო,
მიველ, თხოვე მამალსაო.
დახმარების მაგივრად
საყვედურით ამავსო,
ასე მითხრა: შე სულელო
ჩვენი წესი რად არ იცი
ჯაგრისი და სავარცხელი
ყველასა აქვს თავ-თავისი."
,,შოშია და ბავშვები"
,,მაგრამ გავბედე წამოსვლა,
არ შევუშინდი ზამტარსა
და მოვატანე კიდეცა
ჩემი სამშობლოს მთა-ბარსა".
,,რად მოფრენილხარ შოშიავ,
შენ ასე ადრიანადა?
- რა ვქნა, ვერ ვძლებდი სხვა მხარეს
ვიყავი ნაღვლიანადა,
ვიცოდი ზამთრის ნაწყვეტი
აქ კიდევ დამიხვდებოდა
შემაწუხებდა შიმშლი
და კიდეც შემცივდებოდა."
,,ძილისგუდა"
გაშოტილა ლოგინში
თითქოს იყოს სნეული,
დედას ასე უბრძანებს:
-მომაწოდე რვეული!
-დედი, ჩაი დამისხი!
დედი, ღილი ამიწყდა!
გაკვეთილი ამიხსენ,
დედი გადამავიწყდა!
-ბიჭო, არა გრცხვენია
დასაქმება დედისა?!
რომ არ გახდე შემდგომში მომდურავი ბედისა.
ადექ, შეინავარდე,
სხეულს როგორ ანაზებ?
ყველგან დედა გაგყვება?
რად არ ფიქრობ ამაზე?
ტვინს ტალკვესი გაჰკარი
ნუ ნებივრობ ლოგინში
უსწავლელი დარჩები
დახმარების ლოდინში!
,,ია"
,,რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით
კარგად შემხედეთ, აბა,
ცისფერი ქუდი მახურავს,
მაცვია ლურჯი კაბა.
მაღში ვარ, ხელით მატარებს
ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და
იცით, მე ია მქვია".
,, დათუნია და ფუტკრები"
,,დათუნიამ თქვა, ყველა ცხოველს
დავტორავ და დავფლითავ,
ჩემებურად ერთი მაგრად
თუ არ გავძეხ თაფლითა.
ფუტკრები რომ დაინახა,
გაიტრუნა, დამუნჯდა,
დათუნიას ტკბილი თაფლი
მწარე ნესტრად დაუჯდა"
ლექსი ,,საათი"
,,ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ იძახის
და კედელზე ჰკიდია,
დღე და ღამე ისრები
მიდიან და მიდიან.
მოვა დედა, შეხედავს
-აბა, ჩემო ოთარი.
ცხრ საათი გამხდარა,
შენი ძილის დრო არის,
და ყველანი მტოვებენ,
ჩემთვის არა სცალიათ,
მე რომ დედა მაძინებს
სულ საათის ბრალია
,,ბეკეკა"
,,გამიგონე ბეკეკა,
გეყო ხტუნვა-თამაში,
ხედავ? დამეტაკე და
ამომსვარე ტალახში.
ერთხელ თუ გაგებუთე,
ვეღარ გადამიბირებ
მერე მთელი საათი
დაჯექი და იტირე."
,,ხე დარგე"
,,თბილისელი ხარ, შენს თბილისს
მზის სხივად გადაექარგე,
ქორწინების წინ ხე დარგე,
შვილი გეყოლა - ხე დარგე,
ხე დარგე, როცა მოიწყენ
როცა მოილხენ, ხე დარგე".
,,მამალი"
(ნაწყვეტი)
,,როცა ავად ვიყავი,
ვსვი და ვყლაპე წამალი"
და დედიკომ საჩუქრად
მომიყვანა მამალი
ერთხელ ძია მესტუმრა
მამიკომ თქვა: რა ვქნათო,
ბებიამ თქვა, სასწრაფოდ,
მამლაყინწა დავკლათო."
,,ფისო"
,,ჰოდა,ეს რომ გავიგე
მამალს ხელი დავავლე
და ბებიას უჩუმრად
კარადაში დავმალე.
მე იცით, რა მოხდა?
ბებომ შიშით იკივლა,
იმ სულელმა მამალმა
კარადიდან იკივლა."
,,პეპელა"
,,პატარა ნაზი პეპელა
ატმის ნაზ ყვავილს ეფერა:
-კაბა გაქვს უცხო ფერისო,
მერე რა რიგად გშვენისო
მაგ შენი ტკბილი ნექტარით
იქნებ სასმისი შემივსო.
დაგლოცავ როგორც დედოფალს
ამ ლამაზ მინდორ-ველისო."
ლექსი
,, აგერ მეცხვარე მაღალ მთაზედა,
კომბალი უდევს ვაჟკაცს მხარზედა,
ცხვარიც მეტი ჰყავს თავის თავზედა,
სალამურს უკრავს ზარის ხმაზედა"
ფისუნია ძილისგუდა
ჩხუბის ღირსი არა ხარ?
მუდამ გძინავს, თაგუნამ კი
ყველაფერი გადახრა.
არა, ფისო, ჯერ არა ვარ
შენისთანას მნახველი,
ამდენ ძილში, ჩემო კარგო,
სულ გაგიტყდა სახელი."
,,ყაყაჩო და ნანა"
,,ლურჯ ჯეჯილს ეკითხებოდა
გაოცებული ნანაო:
-ეგ კაბა ყაყაჩოებით
ვინ მოგიქარგა, ყანაო?
ერთი ის კაცი მაჩვენე,
მეც მინდა მაგისთანაო."
,,ქურდბაცაცა ბაჭია"
,,ამდენ მწვანე კომბოსტოს
არც ჩიტი ჭამს, არც ჭია,
ალბათ ისევ ეშმაკობს
ქურდბაცაცა ბაჭია.
მოვა, როცა ძილში ვარ,
და მურიაც არა ჩანს,
მერე დაურიდებლად
მთელ კომბოსტოს გადაჭამს".
,,ერთხელ მაინც ეთხოვა:
საყვარელო მაიკო,
შენი ბაღჩის კომბოსტო
გამასინჯე დაიკო.
მეც მივცემდი, ახლა კი
საყვედურის ღირსია!
თქვენ თვითონ თქვით ქურდობა
განა საკადრისია?!"
ენის გასატეხი :
,,ხევ-ხევ ხერხი მოცუხცუხებს, აცახცახებთ ვერხვებს, მუხებს".
,,შარიშური, შარი შური,
ვინ წაუსვა შავ შაშვს მური?
ბუნების ამ მშვენიერ შვილს
სიშავე აქვს შესაშური."
,,არ იჯავრო, მებადურო,
ზღვაზე თუა ნიავქარი,
უნიჩბოდ და უმოტოროდ
მას წაიყვანს (იალქანი)
,,კატო, კატო, ბუტია,
ბატი გაგიპუტია?
ბატი არა, ბატონი!
ტატოს ბატიბუტია."
No comments:
Post a Comment